Wednesday, June 17, 2015

კურსის რეფლექსია

ინტელის საგანმანათლებლოკურსი პროექტით სწავლება ისტის ტექნოლოგიის გამოყენებით დავიწყეთ 2015 წლის 24 მაისს.კურსი მოიცავდა 36 საათს.
ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები,რაც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.შევისწავლეთ, როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები,როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყეთ სასწავლო პროექტი დაეხმარებამოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21 ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
   ტრენინგების პარარელურად სასწავლო პროცესში ჩემმა მოსწავლეებმა შექმნეს არაერთი პროექტი სხვადასხვა თემაზე და გავაკეთეთ პრეზენტაცია.მოსწავლეებმა შექმნეს მულტიმედიური პრეზენტაციებიც , აიღეს ინტერვიუები, გააკეთეს ნახაზები...
9 დღის განმავლობაში მიღებული ცოდნა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის ,რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ტრენერს,ნათია ცინცაძეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას.

Sunday, June 14, 2015

მე-8დღე

განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმა.ვისაუბრეტ დიფერენცირებულ სწავლებაზე და ჩეავწერეთ შესაბამისი მითითებები ჩვენეს გეგმაში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.შევქმენით ჩვენი კლასის მოსწავლეთა ჯგუფები. გავეცანით აქტივობებს მოსწავლეთა დასაწყვილებლად.

Saturday, June 13, 2015

მე-7 დღე

განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე.შევავსეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების ..რეფლექსია.შევადგინეთ დაკვირვების ჟურნალი.

Sunday, June 7, 2015

მე-6 დღე

პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია მოსწავლეს განუვითარო 21-ე საუკუნის უნარები.ეს კარგად ჩანს მოსწავლეთა ნაშრომებში და ამიტომ შევქმენით მოსწავლის თვალით დანახული სლაიდები.

Saturday, June 6, 2015


მე-5 დღე

დღეს შევისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა.განვიხილეთ პროექტის გეგმები,მივეცით უკუკავშირი. შევქმენით  ბიბლიოგრაფიები. ჩამოვტვირთეთ ინტერნეტ-რესურსები.

Sunday, May 31, 2015

მე-4 დღე

. დღეს ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე.დავსახეთ მიზნები ,ვნახეთ


იმუშები,შევავსეთ სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.
შეფასების ეს ფორმა დაგვეხმარება განვსაზღვროთ მოსწავლეთა საჭიროები.შევიმუშავეთ დიფერენცირებული აქტივობები მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

Saturday, May 30, 2015

მე-3 დღე

ვისაუბრეთ პროექტის გეგმის შედგენაზე.ბლუმის ტაქსონომიიდან ზმნების გამოყენებით დავსახეთ სამომავლო მიზნები ,ამოცანები.შესწავლილი სტანდარტების გამოყენებით შევძლებ დავსახო სწავლაზე ორიენტირებული სამომავლო ამოცანები.